ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომის შემოსასვლელში დღეს დილით მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა მდინარე მტკვრის კალაპოტში, ხევში ჩავარდა. ავტომანქანაში 5 მგზავრი, 2 ახალგაზრდა ქალი და 3 მამაკაცი იმყოფებოდა. 4 მათგანი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. ხუთივე მგზავრი სავარაუდოდ ფოთელები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.