ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახლის გადასახურად შეძენილი თუნუქის მასალა "დაზარალებული" სტატუსის მქონე პირებს გადასცეს, რაც მთლიანობაში 13 000 ლარი დაჯდა. ასევე ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებსაც ღვარცოფმა სახნავ-სათესი მიწები და სავარგულები გაუნადგურა. ჯამში 22 ოჯახი განცხადებების საფუძველზე და სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შეირჩა.