ბორჯომი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. საკურორტო ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები ცენტრალური ბიუჯეტიდან მილიონ 900 000 ლარით დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოებისათვის ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გამოიყო. გზები, ხიდები, საყრდენი კედლები, სკვერები, ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის რეაბილიტაციაზეც თანხები წელს დაიხარჯება.