ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისათვის კუთვნილი თანხის ჩარიცხვა. 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით დეკლარაციის შევსება მსურველს შემოსავლების სამსახურის იფიციალურ გვერდზე rs.ge-ზე, ფილიალებში ან ბანკებში შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები რომლებსაც 2014 წელს ხელფასის სახით 1800-დან 6000 ლარამდე ჰქონდათ შემოსავალი - 360 ლარს მიიღებენ, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული თანხის 20%.