წინასააღდგომოდ პროდუქტის მიღებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობასთან ბენეფიციარები დღეს რიგში დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. გამგეობის ინიციატივით დახმარება 404 სხვადასხვა კატეგორიის ოჯახზეა გათვალისწინებული. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით წელს 30 ოჯახის სიიდან ამოღება მოხდა, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია.