ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე კაფეში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, კაფე ,,1+2"-ს გასულ ზაფხულს, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე ამუშავებდა. კაფეში დამწვარია სამზარეულო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურში შეტყობინება არ შესულა. მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ "დღის ქრონიკაში"