ბორჯომში მდინარე მტკვრის კალაპოტის დასუფთავება იწყება. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. სამუშაოებს ბორჯომის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური შეასრულებს. ბიუჯეტში ცვლილებები საკრებულომ გუშინ დაამტკიცა. მტკვრის კალაპოტის დასუფთავება სავარაუდოდ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.