საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შალვა აბულაძის ფოტოს აქვეყნებს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, რადგან იგი შეიარაღებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამასთან ერთად საზოგადოებას თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს და თხოვს თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ დაუკავშირდნენ მათ ცხელი ხაზის მეშვეობით. შალვა აბულაძე პოლიციელების დაჭრისა და მკვლელობისათვის იძებნება. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.