გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თევზჭერისა და ნადირობის წესების დაცვის მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებს აგრძელებს.
მიმდინარე თვეში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დეპარტამენტის სათაო ოფისის, კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.
ბრაკონიერთა ჯგუფები მდინარეებზე კანონმდებლობით აკრძალული მოწყობილობით, კერძოდ ელექტროშოკური აპარატებით ახორციელებდნენ თევზის მოპოვებას.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა მოახდინეს სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის 100 კილოგრამამდე თევზის კონფისკაცია.
მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.