დღეს, 12:00 საათზე, დაბა ასპინძაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნიან, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილეს მიულოცავენ და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ. საზეიმო ცერემონიას ასევე დაესწრებიან შს მინისტრის მოადგილეები, უწყების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობის წევრები, ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პოლიციის სპეციალური საბრძოლო აღჭურვილობა და სამხედრო ტექნიკა.