დიდ მიტარბში დღეს როზველტი ფილიევის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურში შეტყობინება დილის 6 საათზე შევიდა. ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე საათში მოხერხდა, ადგილზე 3 ეკიპაჟი მუშაობდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ხის ძველი სახლი მთლიანად დაიწვა და აქ მცხოვრები ცოლ-ქმარი ღია ცის ქვეშ დარჩა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.