საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური
პოტენციალის პრეზენტაციას სამცხე-ჯავახეთიდან იწყებს.
ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს ახალციხეს ეწვევა და
ბიზნესმენებთან შეხვედრაზე რეგიონის საწარმოო რესურსების შესახებ
ისაუბრებს.
მთავრობის მეთაურის დავალებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და
ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს
ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების
განვითარებას.
რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული
კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა, რათა მეტი სამუშაო ადგილი
შეიქმნას.
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან ახალციხეში,
სახელმწიფო რწმუნებულის ოფისში, 15:00 საათზე დაიწყება.
პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის
პრეზენტაციას ეტაპობრივად ყველა რეგიონში გამართავს.