ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრას გუბერნატორები, მერები და გამგებლები ესწრებიან. თბილისში იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველი პირები.
აღნიშნული შეხვედრა გასულ კვირას დაანონსდა. შეხვედრას ცენტრალური მთავრობის რამდენიმე წევრი ესწრება. მათ შორის- ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.