გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედი, კუსტარულად დამზადებული, პირველადი გადამუშავების სახერხი საამქრო აღმოაჩინეს. კუსტარულად დამზადებული საამქროს დაშლა და გადატანა დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთშია შესაძლებელი, რაც მსგავსი ტიპის სახერხის გამოვლენას ართულებს. ამავე საამქროს ტერიტორიაზე ასევე, გამოვლენილია უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ჯიშის პირველი ხარისხის მერქანი.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის იარაღები დაილუქა. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა, რის შემდეგაც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.