„გამგებლებს და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ არიან ხელშეუხებლები“-ირაკლი ღარიბაშვილი

მუნიციპალიტეტებში, რომლებიც საბიუჯეტო თანხებს გეგმის შესაბამისად ვერ ხარჯავენ, მმართველი გუნდი, პოლიტიკური ძალის მეშვეობით გამგებლების და მერების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის დავალებით, ფინანსთა სამინისტრო უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს ინფორმაციას რაიონების მუნიციპალიტეტების მიერ საბიუჯეტო თანხების ათვისების შესახებ.
„ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით დავაყენებ იმ გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებიც საბიუჯეტო თანხების შესაბამის ხარჯვას ხელს უშლიან და აფერხებენ რაღაც გაუგონარი ბიუროკრატიული ბარიერების გამო. გამგებლებს და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ არიან ხელშეუხებლები. მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან. მათ აიღეს პასუხისმგებლობა იმ ხალხის მიმართ, ვინც ისინი აირჩია, რასაც ვერავინ გაექცევა. თუ არაეფექტურები არიან და ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. მინდა, ყველამ გაითვალისწინოს ეს, მინისტრებმა, გამგებლებმა, მერებმა. არ ვაპირებთ, ვინმეს არაეფექტურობა ყურადღების მიღმა დარჩეს“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გააქტიურებისკენ მოუწოდა მინისტრებსაც და შეახსენა, აკონტროლონ უწყებებში მიმდინარე სამუშაოების განრიგი, რადგან შეუსრულებელ სამუშაოებზე პასუხისმგებლობის აღება მათაც მოუწევთ. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბიუჯეტის მიხედვით გაწერილი ყველა პროექტი მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპებით უნდა შესრულდეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.