ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ბორჯომში,რუსთაველის ქუჩაზე,ცენტრალურ გზაზე,დღის 12 საათზე.ერთმანეთს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე მყოფი მსუბუქი ავტომანქანა და მინივენის ტიპის სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ.შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.თვითმხილველებმა და მძღოლებმა სატელევიზიო კომენტარისგან თავი შეიკავეს.საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება