ახალციხეში, სოფელ აწყურში 16 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა საკუთარი სახლის ეზოში ხეზე
ჩამოკიდებული დედამ ნახა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის
თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.