შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში
მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: 12 გადაჭრილი
თოფი,კუსტარულად დამზადებული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,
სხვადასხვა ტიპის 100 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღისთვის განკუთვნილი, სხვადასხვა კალიბრის 5642 საბრძოლო ვაზნა,10
მჭიდი, 19 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა
და ასაფეთქებელი ნივთიერება.
სულ ჩააბარეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის
განკუთვნილი, სხვადასხვა კალიბრის 5642 საბრძოლო ვაზნა, 10 მჭიდი,
სხვადასხვა ტიპის 100 ხელყუმბარა, 12 გადაჭრილი თოფი, კუსტარულად
დამზადებული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 19 ტანკსაწინააღმდეგო
ნაღმი, 8 დეტონატორი და 1,5 კგ ტროტილი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს
სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).