შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად პატიმრობაშ მყოფი
ვანო მერაბიშვილი ბორჯომში პოლიციელის გარდაცვალების ფაქტს სოციალური
ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
„სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა გიორგი ბერუაშვილი, პოლიციელი,
რომელიც ბორჯომში ორიოდე კვირის წინ დაჭრეს. უკანასკნელი წლების
განმავლობაში, არაერთ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რაც
ხელისუფლების მხრიდან კრიმინალის მკვეთრ ზრდაზე თვალის დახუჭვის
შედეგს წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ მიუხედავად ხელისუფლების
მხრიდან პრობლემის იგნორირებისა, ჩვენი პოლიციელები ღირსეულად
განაგრძობენ კრიმინალთან ბრძოლას და ეს ტრაგიკული შემთხვევა მხოლოდ
გაზრდის მათ მოტივაციას ამ ბრძოლაში“ ,- ნათქვამია „ფეისბუქში“
მერაბიშვილის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
შს ყოფილი მინისტრი გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს სამძიმარს
უცხადებს.
„ვუსამძიმრებ კრიმინალთან ბრძოლაში გარდაცვლილი კიდევ ერთი
ქართველი გმირის ოჯახს და იმედს გამოვთქვამ, რომ დამნაშავე საკადრისად
დაისჯება“, - წერს მერაბიშვილი.
წყარო: new posts