გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თანამშრომლებმა, ბორჯომისა და ახალციხის სატყეო უბნებზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად უკანონოდ მოჭრილი 15 კბ.მ ნაძვის, სოჭისა და წიფელის ჯიშის ხე-ტყე გამოავლინეს. ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა ასევე, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების კუსტარულად მოწყობილი საამქრო.მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რეგიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.