შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საავადმყოფოში მოინახულა 23 იანვარს ლიკანში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელები. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები - გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფეხით პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ორივე პოლიციელი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მინისტრი პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაჭრილ სამართალდამცველებს მკურნალობა და ოპერაცია საზღვარგარეთ ჩაუტარდებათ. ვახტანგ გომელაური ასევე შეხვდა და გაესაუბრა დაჭრილი პოლიციელების ოჯახის წევრებს.
დაჭრილ პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ამჟამად ისინი აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში) გადიან მკურნალობას.
შალვა აბულაძის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
წყარო - Police.ge