ბორჯომში გუშინ დაჭრილ პოლიციელებს ოპერაცია ჩაუტარდათ, დაჭრილების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.ორივე მათგანს პირველადი სამადიცინო დახმარება ბორჯომში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც თბილისში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ რომ შემთხვევა ბორჯომში გუშინ საღამოს მოხდა. ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.