"რიქსოსის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი ლიკანში ოფიციალურად დღეს გაიხსნება. გახსნის ცერემონიას ირაკლი ღარიბაშვილტან ერთად მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრებიან. სასტუმროს 9 სართულზე 151 ნომერია განთავსებული. კომპლექსი დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი და საკონფერენციო დარბაზებს, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, საცურაო აუზს და სატრენაჟორო დარბაზს მოიცავს.
კომპლექსი საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზის" ერთობლივი ინვესტიციით აშენდა და მისი ჯამური ღირებულება 48 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ამჟამად, "რიქსოს ბორჯომმა" მუდმივ შტატში 200 ადამიანი აიყვანა და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავს.