2008 წლის აგვისტოს ომიდან 4 წელი გავიდა, საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად რუსული აგრესიის სამიზნე ბორჯომიც გახდა, რუსულმა ვერტმფრენებმა ბორჯომის ტყეებში ცეცხლგამჩენი ჭურვები ჩამოჰყარეს, რამაც ლიკანის, ლიბანისა და წაღვერის ტყეებში ხანძარი გამოიწვია. სამკვირიანმა ხანძარმა ბორჯომში ტყის 950 ჰექტარი ფართობი გაანადგურა. 4 წლის შემდეგ ბორჯომში აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს.