რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი იპოვეს. მათი ძებნა შუადღიდან მიმდინარეობდა. თვითმხილველების თქმით სამივე მათგანი დიდველის მთაზე საბაგიროთი ავიდა და გზა აკრძალული მიმართულებით გააგრძელა. როგორც ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას მთის მართვის განვითარების მენეჯერმა თამაზ გამცემლიძემ განაცხადა სამივე დაკარგული ტაბაწყურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს, ტექნიკის მიყვანა ადგილზე ვერ ხერხდება, მაშველებს დაკარგულები ფეხით მოჰყავთ. სამივე მათგანი გადაადგილებას დამოუკიდებლად ახერხებს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი 11 წლის ბიჭია. მაშველები იმედოვნებენ, რომ მათ გამოყვანას დაბნელებამდე შეძლებენ.