ლონდონის ოლიმპიადაზე ბორჯომელმა ფალავანმა, 60 კგ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტსმენის გულშემატკივრები მის მშობლიურ სოფელში, ყვიბისში შეიკრიბნენ და ოლიმპიადაზე თანაქალაქელის ასპარეზობას სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ მონიტორზე ერთად უყურებდნენ.