გარემოს დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ანდეზიტთან ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული 20 კბმ წიფლისა და ნაძვის ჯიშის საშეშე მასალა ჩამოერთვათ. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რეგიონულ სასამართლოს გადაეცა.