რამდენი მურა დათვია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში - ამის დადგენა მალე შესაძლებელი გახდება. მათი რაოდენობის აღრიცხვა საპილოტე პროგრამით პირველად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოხდება. საველე პირობებში ა.ო. "ნაკრესის" და ეროვნული პარკის წარმომადგენლები მოხალისეებთან ერთად მუშაობენ. სხვადასხვა სახეობის ცხოველებზე კვლევა, რომელიც საზღვარგარეთ აპრობირებული მეთოდია საქართველოშიც დაინერგება.