ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ახალდაბასთან მოხდა, ცენტრალურ მაგისტრალზე, გზის მარცხენა მხარეს მდგომ სატვირთო ავტომანქანას, სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ჰონდას მარკის მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ამ უკანასკნელში 7 ადამიანი, 1 მამაკაცი და 6 ქალი იჯდა. მძღოლი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მგზავრები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.