შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
1979 წელს დაბადებული იგორ პ. ბორჯომში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს სკაიპით გაცნობილმა
მეგობარმა საფრანგეთიდან გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ნარკოტიკული
საშუალება იყო მოთვსებული. აღნიშნული წერილი
ნარკოტიკული საშუალება
„ფენტანილით“ იგორ პ-მ საქართველოს ფოსტის ბორჯომის ფილიალში
მიიღო.
სამართალდამცველებმა იგორ პ-ს პირადი ჩხრეკისას 0,0165 გრამი
ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილი“ ამოიღეს. დაკავებული აღიარებს
დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).