გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის სახელწოდებაა „იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების თანამონაწილეობრივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში“ მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო ეტაპზე იგეგმება მინი დოკომენტური ფილმების გადაღება და მონტაჟი, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომლებთან და ორგანიზაცია "ნაკრესის" წარმომადგენლებთან ერთად ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში ჩართვა. პროექტს ორგანიზაცია ,,ნაკრესი” ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ერთად, ა.ო. ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან” პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის მხარდაჭერები არიან: UNDP/GEF /SGP/ CNF.