შეკითხვას, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? სწორი პასუხი მხოლოდ 31%-მა გასცა, 13%-ის პასუხი კი არასწორი იყო. გამოკითხული რესპოდენტების 55%-მა საერთოდ არ იცის ვინ არის მისი დეპუტატი.
NDI-ის კვლევა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.