NDI-ის კვლევის თანახმად, შეკითხვაზე - რას მოელით თქვენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატისგან? გამოკითხულთა 50%-ის აზრით მაჟორიტარი დეპუტატი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. 37% თვლის, რომ ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს. 39%-მა არ იცის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება თუ არა აქტიური, გამოკითხულთა მხოლოდ 35% თვლის, რომ დეპუტატი იქნება მათი ინტერესების დამცველი.
NDI-ის კვლევა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.