შეკითხვაზე, რა იქნებოდა საუკეთესო ფორმა თქვენს მიერ არჩეული დეპუტატისთვის თქვენთან დასაკავშირებლად? 49% საჯარო შეხვედრების მომხრეა, გამოკითხულთა 20%-ს საერთოდ არ უნდა რომ დეპუტატი დაუკავშირდეს, რესპდენტების 13%-ს მიაჩნია, რომ საუკეთესო ფორმაა - შეხვედრა თავის სამუშაო ადგილას, გამოკითხულთა 9%-მა აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ იცის. 6%-თვის მისაღებია სახლში სტუმრობა, ხოლო ერთი პროცენტი ერგოთ კატეგორიებს: ტელეფონით, წერილობითი ფორმით და ელექტრონული ფოსტით.
NDI-ის კვლევა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.