შეკითხვაზე, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით როგორ შეიცვალა მდგომარეობა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით? გამოკითხულთა 46% მიიჩნევს რომ ფასების ზრდა გაუარესდა. 69% თვლის რომ სამუსაო ადგილებთან დაკავშირებით მდგომარეობა არ შეცვლილა, 42% თვლის რომ არჩევნები უფრო სამართლიანად ტარდება.
NDI-ის კვლევა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.