შეკითხვაზე, რომელი სამი რეფორმა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსათვის? გამოკითხულთა 55% თვლის რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის რეფორმაა, 41%-ის აზრით მნიშვნელოვანია რეფორმა სოფლის მეუნეობაში და 35% ფიქრობს რომ მნიშვნელოვანია შრომის კოდექსის რეფორმა. ყველაზე ნაკლები მომხრე 2% ჰყავს საკონსტიტუციო რეფორმას.
NDI-ის კვლევა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.