NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების 84%-თვის ტელევიზია კვლავ ინფორმაციის მიღების პირველი წყაროა. 8%-ით ინტერნეტი მეორე ადგილს იკავებს. 2-2% მეზობლებზე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე ნაწილდება. გაზეთებსა და ჟურნალებს კი 1% ერგო.
NDI-ის კვლევა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.