დღეიდან 20 სექტემბრამდე მოქალაქეები პირადობის ახალი მოწმობის აღებას 15 ლარად შეძლებენ

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული აქციის ფარგლებში, 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე  პირადობის ახალი მოწმობა 34 ლარის ნაცვლად  მხოლოდ 15 ლარი ეღირება. 

თბილისის იუსტიციის სახლში, დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო ბაღათურიამ და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ლომიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და აქციით სარგებლობის პირობებზე ისაუბრეს.   

აქციის პირობების თანახმად, პირადობის ახალი მოწმობის  მიღების მსურველები პირადობის დამადასტურებელ  ახალ დოკუმენტს 15 ლარად, სტანდარტულად 10 დღის ვადაში მიიღებენ და გათავისუფლდებიან  ფოტოსურათის გადაღების   3 ლარის გადასახადისგანაც. დაჩქარებული მომსახურების მიღების მსურველებს კი 15 ლართან ერთად, მხოლოდ დაჩქარების ღირებულებს გადახდა მოუხდებათ. 

აქციით სარგებლობის საშუალება ნებიემიერი ასაკობრივი კატეგორიის, როგორც სრულწლოვან ისე  არასრულწლოვან მოქალაქეებს ექნებათ.  აქციაში ჩართვა შეუძლიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი. პირადობის ახალი მოწმობის მისაღებად მოქალაქეებმა  იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ. 

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხდება რეგისტრაციის ადგილის შეცვლა, მოქალაქემ უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს/იუსტიციის სახლის იმ ფილიალს,  რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი.  

დღეის მონაცემებით, ელექტრონული პირადობის მოწმობას უკვე 1 200 000 ადამინი ფლობს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.