ეკა კუპატაძე ავტოავარიაში დაიღუპა. უბედური შემთხვევა წნორი-ლაგოდეხის გზაზე მოხდა. ავტომობილი, რომელშიც ჟურნალისტი და მისი ოჯახის წევრები ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. ეკა კუპატაძე ადგილზე გარდაიცვალა.
მისი ჟურნალისტური კარიერა 1999 წლიდან რადიო "ჰერეთში" დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლაგოდეხის ტელევიზიაში და ტელეკომპანია "მეცხრე არხზე".
ტელეკომპანია "ბორჯომი" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს.