სამ საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფელ ქვიშხეთში გზები წალეკა.ნაპირებიდან გადმოსულმა ადიდებულმა მდინარე შოლამ ახლომდებარე ბაღები და ბოსლები დატბორა.განადგურდა მოსავლის ნაწილი,დაიხოცნენ ფრინველები.დაინგრა ქვიშხეთისა და სოფელ ბულბულისციხის დამაკავშირებელი ხიდი.დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები,დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები.სტიქიის ამსახველი კადრები მობილური ტელეფონითაა გადაღებული