16 წლის ნიკა ყორღანაშვილი, მეგობრებთან ერთად ბორჯომის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გოგირდის აბანოებიდან სახლში ბრუნდებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ ამ დროს კლდე ჩამოიშალა,დიდმა ლოდებმა მოზარდი ქვეშ მოიყოლა, რამაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც ამბობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 16 წლის ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ნიკა ყორღანაშვილი ბორჯომში დასასვენებლად იმყოფებოდა, იგი პროზექტურიდან თბილისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.