ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია. ცხედარი ჭავჭავაძის #35დ-ში საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს. უცნობია ასევე როდის მოხდა შემთხვევა. კიწმარიშვილის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ჯერ არ გადაუსვენებიათ, შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის კრიმინალისტები მუშაობენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება.
კიწმარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერობის კანდიდატი იყო.