კომისიის თავმჯდომარეების არჩევაც ფარული კენჭისყრით მოხდა. ხუთივე კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა ზაზა ჩაჩანიძემ დაასახელა. დეპუტატებმა დასახელებული კანდიდატები ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
1. კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას 19 ხმით 4-ის წინააღმდეგ - ელიზავეტა კუჭუხიძე უხელმძღვანელებს
2. იურიდიულ საკითხთა კომისია 20 ხმით 3-ის წინააღმდეგ - ბესიკ ფოფხაძემ ჩაიბარა
3. საფინანსო -საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხაჩიძე 21 ხმით 2-ის წინააღმდეგ გახდა
4. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ 20 ხმით 3-ის წინააღმდეგ - ზურაბ კურტანიძე აირჩიეს
5. გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 22 ხმით 1-ის წინააღმდეგ - ივანე შალუტაშვილი იქნება
კენჭისყრაში მონაწიელობა 23-მა დეპუტატმა მიიღო.