განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა 23 ხმით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ფერაძე აირჩიეს. 1 ხმა გაბათილდა. 2 დეპუტატი კენჭისყრას არ ესწრებოდა. გიორგი ფერაძის კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ მას შემდეგ დაასახელა, რაც პირველ კენჭისყრაზე დეპუტატებმა დავით კამკამიძე არ აირჩიეს. გიორგი ფერაძე ტაძრისის თემის მაჟორიტარი დეპუტატია.