10 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში, 9 თვის ბავშვი და მისი ბებია ცეცხლსასროლი იარაღის მსხვერპლნი გახდნენ.როგორც ინფორმაციის წყარო Mediamall.ge იუწყება მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
აღნიშნულ მამაკაცს ბავშვის დედა დიდი ხანია უყვარდა ,თუმცა გოგონა სხვაზე გათხოვდა და შვილთან ერთად დედასთან იმყოფებოდა სტუმრად.მამაკაცი გოგონას სახლში მიუვარდა,მისი შვილი და დედა скс-ტიპის იარაღით მოკლა და მიიმალა.ადგილობრივების განცხადებით მამაკაცი გოგონას სახლში 3 წლის წინაც მივარდნია, თუმცა მაშინ არავინ დაშავებულა.
შსს–ს საზოგადოებასთან ურიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.