ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაკარგულმა სამხრეთ-აფრიკელმა ტურისტმა ტყეში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. მაშველები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი მამაკაცი შესაძლოა რამდენიმე კვირის წინ, ამავე პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტია.
სამხრეთ აფრიკელი ახალგაზრდა მამაკაცი ეროვნულ პარკში ბორჯომში, ლიკნის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდა, ტურისტი ტყეში დაიკარგა და 2 დღის შემდეგ ბაღდათის ტერიტორიაზე გამოვიდა. ტურისტი აცხადებს, რომ ტყეში მამაკაცის ცხედარი ნახა, თუმცა კონკრეტულად, რომელ ტერიტორიაზე აღმოაჩინა ცხედარი ვერ ასახელებს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 73 წლის გერმანელი ექსპერტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ყოფნისას დაიკარგა. ჰანს ჰოეფლე ბოლოს 8 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, სამეცხვარიოს და ლომისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, მას შემდეგ იგი აღარ გამოჩენილა.გერმანელი ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობდა.