ძლიერი წვიმის შედეგად ბორჯომში, ინაურის ქუჩა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამ ქუჩაზე ასევე დაიწყება 100 მეტრამდე მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, მისი დათვლა ხვალ მოხდება. წინასწარი მონაცემებით ზარალის ოდენობა რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.