ბორჯომში, გუშინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ქალაქის თითქმის ყველა უბანი და სოფლები დააზარალა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მოიშალა საგზაო ინფრასტრუქტურა.
ყველაზე მეტად ქალაქში ინაურის ქუჩის მცხოვრებლები დაზარალდნენ, ათობით ოჯახმა ღამე ღია ცის ქვეშ და მეზობლებთან გაათენა. ინაურის ქუჩაზე დაუზიანდათ, როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე სახლებში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მანქანები. ასევე მძიმე მდგომარეობაა ჩარხისწყალზე, ლიკანში, ახალ უბანში და თითქმის ყველა სოფელში.
ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე გზებია ჩახერგილი და დაზიანებული.