გზა სოფელში წუხელ გვიან ღამით მოწყდა, ამ დრომდე ტექნიკის მიყვანა აღნიშნულ ტერიტორიამდე ვერ ხერხდება.
სტიქიის შედეგების გასაცნობად, ამ წუთებში, ბორჯომის სოფლებში იმყოფებიან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული აკაკი მაჭუტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირევლი პირები.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.