ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტები საარჩევნო სუბიექტებს ნეიტრალურ ტონში აშუქებდნენ, არ გამოვლენილა მიკერძოების შემთხვევები, გადაცემები დაბალანსებული იყო - ასეთია „ინტერნიუს-საქართველოს“ მონიტორინგის შედეგები
რეგიონული ტელევიზიების მონიტორინგი 2014 წლი 12-25 მაისის პერიოდში ჩატარდა. დაკვირვება 16 რეგიონული ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუებზე მოხდა. დაკვირვებით გამოვლინდა რეგიონალური ტელემაუწყებლების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მიმდინარეობა და ტენდენციები.
დაკვირვება, მონიტორინგის პერიოდში, ტელეკომპანია „ბორჯომის“ ეთერში გასულ 3 თოქ-შოუზეც განხორციელდა.
„გადაცემის წამყვანი, იყო ნეიტრალური, ობიექტური და ცდილობდა ყველა სტუმრისთვის თანაბარი დრო დაეთმო.ამასთანავე იგი სტუმრებს აზრის დამთავრების საშუალებას აძლევდა და აზუსტებდა მათ პასუხებს. იგი რესპოდენტებს არ აძლევდა გადაცემის თემიდან გადახვევის საშუალებას. წამყანი ცდილობდა დასმულ კითხვებზე გადაცემის ყველა სტუმრისგან მიეღო პასუხი.“- ნათქვამია კვლევის შედეგებში